26 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
"სპექტაკლი, ტყუილი... ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა" - დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შესახებ 

დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა.

"ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ დაემორჩილებიან. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, - განაცხადა ბაქრაძემ. 

"ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო  ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ მასთან მიმართებაში.... ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს... ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.   

დღის ამბები