25 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.  20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის  ცხედარი დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. 

მეზობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, ნაწილი კი ვარაუდობს,  რომ შეიძლება ადგილი მკვლელობას ჰქონდეს.

ჯერჯერობით, ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი  პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ. 

დიდ დიღომში 4000 მესხის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით ოთხი საათის წინ იპოვეს.  უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

შსს-მ  გამოძიება 115-ე  მუხლით დაიწყო,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები