ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ 30 წლამდე მამაკაცი ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.