18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
მესტიაში ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია

მესტიაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეცერის ტყეში 120-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია და შესაბამისი სამსახურები სრული ლიკვიდაციისთვის მუშაობენ. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაც შეინიშნება, ცეცხლი ორი დღის წინ ტყის ქვედა საფარს მოედო.

ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 304-ე მუხლით დაიწყო, რაც ტყისა ან ნარგავის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები