18 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დღეს დამატებითი კარვები გაიშლება

ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილზე გაშლილია კარვები, სადაც მომიტინგეებმა უკვე რამდენიმე ღამე გაათენეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები კიდევ დაემატა და პროტესტი, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები თბილისის აქციის იდენტურია.

ბათუმში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის საინიციატივო ჯგუფში, 5 პოლიტიკური პარტია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

დღის ამბები