ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის რვატომეული და საგალობელი - "შენ ხარ ვენახი" ნოტები და აუდიო ვერსიები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
გალობის ანთოლოგიაში თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოცემულ თუ ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები.
გამოცემა ეძღვნება საქართველოს ავტოკეფალური, მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს.
გამოცემები პრინსტონის უნივერსიტეტის გუნდის დირიჟორს გაბრიელ ქროუჩს გადაეცა.
ანსამბლმა პრინსტონის უნივერსიტეტში შეასრულა საგალობლები ანთოლოგიიდან და შენ ხარ ვენახის სხვადასხვა ვარიანტი.
სტუდენტებს "ბასიანმა" მასტერკლასი ჩაუტარა - შეასწავლა რამდენიმე საგალობელი და ქართული ხალხური სიმღერა.
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა "ბასიანმა" ამერიკის შეერთებულ შტატებში საშემოდგომო ტურნე მეოთხედ გამართა, რის ფარგლებშიც ნიუ იორკში - ლინკოლნ ცენტრში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში კონცერტები და მასტერკლასები გამართა.
"შენ ხარ ვენახი" - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, თბილისი კონსერსვატორიამ და ფონდმა "ქართულმა გალობამ" 2018 წლის ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოცეს.