ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა - სოფელ ყვედრეშის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის მასივში გვიან ღამით გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება ღამითვე მოხდა. სამუშაოები დილიდან განახლდა და ცეცხლის სრული ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხდება. სამუშაოებში ჩართული იყვენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.