ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად ერისთავის თეატრი გორში პრემიერას გამართავს.
#სოლიდარობავაჟაექიმს - ამ სიტყვებით დაიწყება 21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე დაგეგმილი - ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი".
10 მსახიობი და 2 თოჯინა სცენიდან, ხოლო 400 მაყურებელი დარბაზში, საქართველოს ოკუპაციის და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის ფაქტს გააპროტესტებს.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცხვინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავა.
ექიმი ბრალს არ აღიარებს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.