26 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
37 დაკავებულიდან მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილზე მიიღო - პატიმრობა, ჯარიმა და გაფრთხილება

10 პატიმარი, ერთი ჯარიმა და ერთიც გაფრთხილება. საქალაქო სასამართლოში მთელი ღამის განმავლობაში მოსამართლე ვალერიან ფილაშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეებს განიხილავდა.

13 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს, ადვოკატ ბექა ბასიალიასა და აქციის მონაწილე დიმიტრი ბიძინაშვილს. გიგა მაქარაშვილი კი საპატიმროში 12 დღე დარჩება.

დაკავებულების ადვოკატები მოსამართლე ფილაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. იურისტების თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება სათანადო მტკიცებულებების გარეშე მიიღო.

პროცესებისას სასამართლოს შენობა არ დაუტოვებიათ დაკავებულების ახლობლებსა და მხარდამჭერებს. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

პოლიტიკოსები, რომლებიც 2 დღის განმავლობაში სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ 2 დღიანმა განხილვებმა საბჭოთა კავშირის სასამართლო პროცესები გაახსენათ. ოპოზიციის შეფასებით, სასამართლომ აქციის მონაწილეების დაკავებით რეჟიმის სახე აჩვენა.

37 დაკავებულიდან მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილზე მიიღო, 25 პირის პროცესები კი ეტაპობრივად გაიმართება.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები