მას შემდეგ, რაც სასამართლომ აქციის 12 მონაწილეს სასჯელის ფორმა განუსაზღვრა, ბრალდებულების გადანაწილება რეგიონებში დაიწყეს.
ადვოკატ თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 აქტივისტია გადაყვანილი.
თედლიაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 12 დღით, ადვოკატი ბექა ბასილაია კი 13 დღით გორში დარჩებიან და სასჯელს იქ მოიხდიან.