19 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
აჭარაში ოპოზიცია დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს აპროტესტებს.

ფრაქცია, დეპუტატის დაკავების კანონიერების შესწავლის მიზნით სახალხო დამცველს, პარლამენტს, მთავრობას, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს.

როგორც დეპუტატი ასმათ დიასამიძე აცხადებს, დაკავებისა და უკვე პატიმრობის დროს, ირღვევა ელგუჯა ბაგრატიონის უფლებები.

"დაკავებისა და შემდეგ პატიმრობის დროს ელგუჯა ბაგრატიონი იმყოფებოდა არაადამიანურ პირობებში, მოხდა მისი უფლებების დარღვევა, ამდენად მოვუწოდებ ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე," - განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

ელგუჯა ბაგრატიონი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და მას მოსამართლემ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები