18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
შიშს დიდი თვალები აქვს, ხელისუფლება არის მხდალი - დავით ბერძენიშვილი გადადებულ სასამართლო პროცესებზე საუბრობს

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი ხელისუფლებას მხდალს უწოდებს. მისი შეფასებით, არც დაკავებულებს და არც მათ ახლობლებს ხელისუფლების მმართველი გუნდის გადაწყვეტილებების არ ეშინიათ.

"შიშს დიდი თვალები აქვს. ხელისუფლება არის მხდალი. ამ მდგომარეობაში ვართ. არავის რომ არ ეშინია მათი, არც დაკავებულებს და არც დაკავებულების ახლობლებს, ეს გუშინაც და გუშინწინაც გამოჩნდა," - განაცხადა დავით ბერძინიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს აქციაზე დაკავებული ყველა პირის პროცესი გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების საქმეებზე მსჯელობა როდის გაგრძელდება.

თუ რატომ გადაიდო სასამართლო პროცესები, დაკავებულებმა არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს პროცესები შეგნებულად გააჭიანუროს. როგორც თავად ამბობენ, ეს არის ე.წ. "ნერვების ომი".

დღის ამბები