13 სექტემბერი 2026,   07:53
ვრცლად
უფრო გაბრაზებული გამოვედი, გველოდეთ ყველგან - მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციისას  "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე სასამართლო ორშაბათს იმსჯელებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა პროცესზე მეორე მხარის მტკიცებულების, სამხრე კამერების ჩანაწერების გადაცემა მოითხოვა. "შეცვალეს" კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"მოსამართლე იძულებული გახდა გადაედო სხდომა არა მარტო ვიდეომტკიცებულებების გამო, არამედ მათი მოწმეების და საპატრულო პოლიციის ჩვენებები ადასტურებდა, რომ ჩვენ ყველანაირად მართლები ვიყავით, ქართულ ოცნებას მინდა ვუთხრა, უფრო მეტად გაბრაზებული გამოვედი, გველოდეთ ყველგან," - განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

დღის ამბები