ხმაური და შეუსრულებელი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ryanair-მა 20-მდე მგზავრი თბილისი-მილანის მიმართულებით ფრენის გარეშე დატოვა. დაპირისპირება მგზავრებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მათ კომპანიისაგან კონკტრეტული პასუხი გადადებული რეისის აღდგენის თარიღის შესახებაც ვერ მიიღეს.
როგორც აეროპორტში შეკრებილმა მგზავრებმა "კურიერთან" განაცხადეს, აღნიშნული რეისი კომპანია ryanair-მა ორჯერ გადადო, რის გამოც მათ მთელი რიგი პრობლემები შეექმნათ.
გვიან ღამით კომპანიამ მგზავრები სასტუმროებში გადაიყვანა და დაპირდა, რომ რეისი თბილისი-მილანის მიმართულებით დღეს შესრულდება.