14 სექტემბერი 2026,   05:04
ვრცლად
დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება დავით გარეჯისთვის - ანა დოლიძე ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს

დავით გარეჯის საკითხზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ  დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს. შესაბამის გეგმას  ანა დოლიძე გარეჯის დაცვის ჯგუფთან ერთად წარადგენს.

მისი განმარტებით, დაცული ტერიტორიის სტატუსის მეშვეობით ადგილზე სიტუაციის კონტროლი უფრო მარტივად მოხდება. შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაგეგმილი.  

"ხელისუფლებას არ გაუჟღერებია, თუ რა ნაბიჯებს დგამს, რომ დაარეგულიროს დავით გარეჯის სიტუაცია გრძელვადიანად და აქვს თუ არა,  ამასთან დაკავშირებით,  რაიმე სერიოზული გეგმა. გვსურს სხვადასხვა მიმართულებით წარმოვაჩინოთ, რომ დავით გარეჯის გადაქცევა, როგორც საერთაშორისო დაცული ტერიტორია, არის ერთი რეალური საშუალება, რათა სამუდამოდ მოწესრიგდეს რაიმე კითხვის ნიშნები და პრობლემები, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანთან," - აღნიშნა ანა დოლიძემ.  

დღის ამბები