14 სექტემბერი 2026,   03:15
ვრცლად
თბილისში დაგეგმილ აქციას - "ყველა ერთის წინააღმდეგ"​ ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას - "ყველა ერთის წინააღმდეგ" ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციაზე დასასწრებად ავტომობილებითა და მიკროავტობუსებით გაემგზავრნენ. აქტივისტების თქმით, ისინი პროტესტის შეწყვეტას მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესო ბრეგაძის ინფორმაციით, ქუთაისიდან ტბილისში აქციაზე დასასწრებად დაახლოებით, 200 ადამიანი გაემგზავრა.

"ჩვენ ვუერთდებით აქციას - "ყველა ერთის წინააღმდეგ", ამასთან, დღეს ვრჩებით თბილისში, ხვალ პიკეტირებაშიც მივიღებთ მონაწილეობას. კანონის ფარგლებში ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დაგვიბრუნებენ მოპარულ არჩევნებს," - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ქუთაისიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად გამოემგზავრნენ მოძრაობა "გაბედეს" წევრებიც. ახალგაზრდები პარლამენტის შენობის პიკეტირებაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. აქტივისტები მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა დაპირება შეასრულონ.

დღის ამბები