სოფელ ბოდბისხევის ბაზარში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე "სამოქალაქო მოძრაობის" აქტივისტი სიღნაღის პოლიციაში გამოკითხეს.
ნინო გოგოლაშვილი ადვოკატთან ერთად, თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების კითხვებს.
გოგოლაშვილი და მისი ადვოკატი მუხლის გადაკვალოფიცირებასა და ფაქტის სისხლის სამართლებრივ ჭრილში გამოძიებას მოითხოვენ.
ისინი, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ილია ბაიდოშვილის დაკავებასაც ითხოვენ.
გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები", სიღნაღიდან დაიწყეს, თუმცა, სოფელ ბოდბისხევის ბაზარში, მოძრაობის წევრებს, "ქართული ოცნების" აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
როგოც ცნობილია,საგამოძიებო უწყებამ,საქმის ირგვლივ გამოკითხა 10 მდე მოწმე, მათ შორის პოლიციელებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტზე გამოძიება 166-ე ხულიგნობის მუხლით დაიწყო.