ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მოითხოვს, რომ 20 ივნისს დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც დაზარალებულის სტატუსი 60-ზე მეტ სამართალდამცველს უკვე მინიჭებული აქვს, დაზარალებულთა სტატუსი იმ პირებსაც უნდა მიენიჭოთ, ვინც აქციის დარბევის დროს დაშავდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იმედოვნებს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დადგენილებას გამოიტანს აღნიშნული პირების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ პროკურატურამ უარი გვითხრა აღნიშნული პირების დაზარალებულად ცნობაზე და აღნიშნული უარი გასაჩივრებული იყო ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც დღეს იქნა ჩვენს მიერ შეტანილი," - აცხადებს დიმიტრი ნოზაძე.