"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულ აქტივისტებს ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. აქედან ერთი დღე მათ უკვე მოხდილი აქვთ, შესაბამისად, პატიმრობიდან ერთ დღეში გათავისუფლდებიან.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი: ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეო- მტკიცებულებები წარადგინეს. მათივე თქმით, აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ.
რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, გოგა ონიანმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს არ იყენებდნენ და ეს ვიდეო-მტკიცებულებაშიც ჩანს.
ონიანის განმარტებით, პოლიტიკური მესიჯები უწმაწურ სიტყვებად არ შეიძლება ჩაითვალოს.