21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და სწორედ აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

განცხადება არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

"მინდა მივმართო საპარლამნეტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ საპარლამენტო პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს, ის არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგადოებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული სხდომები თუ საკომიტეტო განხილვები, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის არსებობს მზადყოფნა. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები