11 ოქტომბერი 2024,   22:10
ვრცლად
ერთმანეთში თანამდებობებს როგორ გაინაწილებენ, ჩემი საქმე აღარ არის - დიმიტრი ცქიტიშვილი

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად წასული დეპუტატი აცხადებს, რომ უკვე მისი საქმე აღარაა, როგორ გადაანაწილებს “ქართული ოცნება“ საპარლამენტო თანამდებობებს.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ გუნდზეა გადანაწილებული:

"ეს გადაწყვეტილება შედგა და პოლიტიკურმა გუნდმა მთლიანად გაინაწილა ეს პასუხისმგებლობა და თვითონ ერთმანეთში თანამდებობებს როგორ გაინაწილებენ, ეს მათი საქმეა და ჩემი საქმე მანდ აღარ არის არაფერი," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე უმრავლესობის დეპუტატების დანიშვნის მიზნით კენჭისყრა გაიმართა.  კენჭისყრის შედეგად პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი - 81 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი - 81 ხმით და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მამუკა მდინარაძე 80 ხმით აირჩიეს. ასევე კენჭისყრა გაიმართა 3 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტების დასაკავებლად, კიდევ 3 კომიტეტის თავმჯდომარეს კი კენჭს ხვალ უყრიან.

საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  12-მა დეპუტატმა უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, 3 კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

 

დღის ამბები