11 ოქტომბერი 2024,   22:06
ვრცლად
გამარჯობა! - საქართველოს აეროპორტებში ტურისტებს მისასალმებელი საჩუქარი, ქართული ღვინო დახვდებათ

ყველა ის ტურისტი, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს და მის პასპორტში საქართველო ჩაიწერება,  ქართულ ღვინოს აეროპორტშივე დააგემოვნებს.

ბოთლი საფერავით და სპეციალური წარწერით  "გამარჯობა"  იმის მანიშნებელია, რომ ისინი ღვინის სამშობლოში ჩამოვიდნენ და მოგზაურობის დასაწყისიდან ბოლომდე ბევრი უნიკალური და იშვიათი ღვინის დაგემოვნება მოუწევთ.

300 000 ბოთლი ღვინო სპეციალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დამზადდა. საქართველოს სამივე აეროპორტში, უკვე დღეიდან, ტურისტებს მისასალმებელი საჩუქარი დახვდათ.

ღვინის ბოთლზე დატანილია მთავარი სათქმელი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ისინი იშვიათი ტრადიციების, კულტურისა და კულინარიის, განსაკუთრებულ ქვეყანაში ჩამოვიდნენ. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები