ძლიერი მიწისძვრა ალბანეთში - 6,4 მეათედი მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია. დაიღუპა 13 მოქალაქე, 600-ზე მეტი კი დაშავდა.
ევროკავშირის ქვეყნებმა ალბანეთში სამაშველო ჯგუფები უკვე გააგზავნეს და ქვეყნის დასახმარებლად სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმები აამოქმედეს.
ალბანეთში განმეორებითი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგებიც დაფიქსირდა.