21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ხვალინდელი პლენარული სხდომის გადადება მიუთითებს, რომ ოპოზიციის ქმედებები ეფექტურია - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.

ბურჯანაძის შეფასებით, პარლამენტში ხვალინდელი პლენარული სხდომის გადადებით მტკიცდება, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ქმედებები სრულიად ეფექტურია.

"შევთანხმდით, რომ საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. მათ შორის პიკეტირების ფორმითაც, იმიტომ, რომ წუხანდელი პიკეტირება იყო სრულიად კანონიერი და ხელისუფლების ქმედებები იყო სრულიად უკანონო. ხვალ, რომ პლენარული სხდომა არ ტარდება, ეს ნამდვილად მიუთითებს იმას, რომ ეს მექნაიზმები არის ეფექტური," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები