11 სექტემბერი 2026,   23:19
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის შეხვედრას ექნება გამართლება, თუ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოშვებას ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვს - ოპოზიცია

28 ნოემბერს დაგეგმილ პრაღის შეხევდრას დეპუტატები ეხმიანებიან. ოპოზიციის შეფასებით, ფორმატი რეალური შედეგის მომტანი არ არის და მთავარი პრობლემის მოგვარებას, რომელიც ქვეყანას ოკუპაციის მიმართულებით აქვს, ეს ფორმატი ვერ უზრუნველყოფს.

"რუსებთან პირდაპირი დიალოგი არ ჭრის და ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა. მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება რუსებთან დიალოგი და ფაქტია, რომ ივანიშვილი შეუერთდა ჩრდილოეთის ორბიტას. არავითარი აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ არსებობს რეალობაში, არსებობს ბიძინა ივანიშვილის რუსული ფორმატი,"-განაცხადა "კურიერთან" საუბარისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

"აბაშიძე და კარასინი, ცალკე ლპობის კომპონენტია ჩვენ სახელმწიფოში. მაშინ ექნება გამართლება ამ შეხვედრას, თუ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოშვებას კატეგორიულად მოითხოვს ქართული მხარე და თუ ბუნდოვან პასუხს იღებს, კარები უნდა გამოიჯახუნოს აბაშიძემ, თუ მას  თავმოყვარეობა გააჩნია და ქვეყანას წარმოადგენს. თუ მხოლოდ ივანიშვილს წარმოადგენს, მაში ისხდენენ, იჭუკჭუკონ, დალიონ, ჭამონ და კრება დარჩება მხიარული,"- განაცხადა "კურიერთან" საუბარში "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ შეხვედრა დიალოგის ხასიათისაა და ამ ფორმატით გათვალისწინებულ ყველა საკითხს სათანადოდ პასუხობს.

"ამ დიალოგის ფარგლებში, ყოველთვის განიხილება ის საკითხები, რომელიც მოცემული ეტაპისთვის წარმოადგენს პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მომდევნო შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება,"- განუცხადა "კურიერს" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაიამ

დღის ამბები