11 სექტემბერი 2026,   23:16
ვრცლად
ბოდბისხევის ბაზარში მომხდარ ინციდენტში მონაწილე "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი სიღნაღის პოლიციაში მეორედ გამოკითხეს

სოფელ ბოდბისხევის ბაზარში მომხდარ ინციდენტში მონაწილე "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი სიღნაღის პოლიციაში მეორედ გამოკითხეს.

გამოკითხვიდან გამოსული ნინო გოგოლაშვილი და მისი ადვოკატი საქმის ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივი წესით გადაკვალიფიცირებას ეთანხმებიან, თუმცა 126-ე ცემის მუხლის ნაცვლად გამოძიების გაგრძელებას 156-ე მუხლით მოითხოვენ, რაც პოლიტიკური ნიშნით დევნას გულისხმობს.

ამასთან, ნინო გოგოლაშვილის უფლებადამცველი განმარტავს, რომ მომხდართან დაკავშირებით არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ბაიდოშვილი, არამედ იქ მყოფი "ქართული ოცნების" სხვა აქტივისტების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

24 ნოემბერს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები", სიღნაღიდან დაიწყეს, თუმცა, სოფელ ბოდბისხევის ბაზარში, მოძრაობის წევრებს, "ქართული ოცნების" აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

როგოც ცნობილია, საგამოძიებო უწყებამ  საქმის ირგვლივ 10-ზე მეტი მოწმე გამოკითხა, მათ შორის პოლიციელები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტზე გამოძიება თავდაპირველად 166-ე ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 126-ე ცემის მუხლით გრძელდება.

დღის ამბები