26 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
Amnesty International - თბილისში აქციების დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც საჭირო

ქართველმა სამრთალდამცველებმა თავი უნდა შეიკავონ გადამეტებული ძალის გამოყენებისგან პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია წერს, რომ  ძალა მხოლოდ იმ შეთხვევაში უნდა გამოიყენონ,  თუ არაძალადობრივი ზომები ეფექტიანი არ იქნება, სამართალდაცველები კი უნდა შეეცადონ, აქციის მონაწილეთა დაშავება და სხეულის დაზიანება მინიმუმამდე დაიყვანონ.

Amnesty International აღნიშნავს, რომ ძალა მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართული. 

განცხადების მიხედვით, 18 და 26 ნოემბერს სპეცრაზმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ ბლოკირებული,  წყლის ჭავლი ცივ ამინდში გამოიყენა - 26 ნოემბერს ოთხი მონაწილე დაშავდა, ერთმა კი დაზიანება სახის არეში მიიღო.

„წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც საჭირო. მათი გამოყენების გადაწყვეტილება სხვა კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებითაც უნდა მიიღონ, რამაც, შესაძლოა, სხეულის დაზიანებების რისკი გაზარდოს - მაგალითად, როგორიცაა, ცივი ამინდი,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები