18 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ხმაური პარლამენტთან - აქციის მონაწილეებს ლითონის კონსტრუქციაზე სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან - სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს არ აძლევენ საშუალებას, მათ მიერ აღმართულ ლითონის კონსტრუქციაზე გააკრან სტიკერები წარწერით "შეცვალე".  

მომიტინგეებს ხელოვნურ კედელზე ასევე პულივიზატორით წარწერის გაკეთებაც სურდათ, თუმცა პოლიციამ არც ამის საშუალება მისცა.

საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, ადგილზე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მივიდა, რომელმაც მიზეზების განმარტება მოითხოვა. სამართალდამცველებმა მას განუმარტეს, რომ წარწერის გაკეთება იერსახის აფუჭებს. 

დღის ამბები