14 სექტემბერი 2026,   07:09
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი ბიუჯეტის განხილვისას სხდომებს აღარ დაესწრებიან.

ენმ-ის ფრაქციის წევრებმა განცხადება დღეს დაგეგმილი სხდომის წინ გააკეთეს. შენობასთან მმართველო პარტიის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ანთაძესა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისმოდა ურთიერთბრალდებები. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

 

დღის ამბები