აშშ ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის შემცირებას გეგმავს და დაზოგილი თანხას კი უკრაინასა და საქართველოში პროგრამებისთვის გამოყოფს. ამის შესახებ CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ბლოკში ვაშინგტონის კონტრიბუცია 22%-ს შეადგენდა, ტრამპის ადმინისტრაცია კი ალიანსის ბიუჯეტში თავის წვლილს 16%-მდე შეამცირებს.
სტატიის მიხედვით, თეთრმა სახლმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შენატანის საკითხი გასულ კვირას უკვე შეათანხმა.