13 სექტემბერი 2026,   21:22
ვრცლად
პარლამენტთან გუშინ დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს" ორი წევრის პროცესი რამდენიმე საათში განახლდება

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს" ორი წევრის პროცესი განახლდება. მოსამართლემ მხარეებს დამატებით მტკიცებულებების წარმოსადგენად დრო მისცა და სხდომა დღეისთვის დანიშნა.

რუხაიასა და პაპაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშულებენ. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი გიორგი რუხაიას განცხადებით, სასამართლო პროცესზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რაც სასამართლომ ვერ მოახერხა და ვერანაირი დანაშაულის მტკიცებულება ვერ წარადგინა. 

"ახალი მოსული ვიყავი იმ წუთების და პოლიციის თანამშრომელმა ეგრევე ხელი მომკიდა და წამიყვანა პოლიციის მანქანისკენ, ჩამსვა და გადამიყვანეს სამმართველოში," - აცხადებს გიორგი რუხაია.

დაკავებულის უფლებადამცველი ირწმუნება, რომ დაცვის მხარეს შესაბამისი ვიდეომასალა და მოწმეთა ჩვენებები გააჩნია, რომლის მიხედვითაც გიორგი რუხაიას უდანაშაულობა დასტურდება. 

"გიორგი რუხაიას დაკავების კადრები გადაიცემა ტელეკომპანია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ გიორგი რუხაიას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა.

დღის ამბები