დღეს დილით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში "ლიბერთის" ბანკომატი გატეხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ბანკომატიდან თანხა წაღებული არ არის. სამართალდამცველებს ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
საქმე ბანკომატის დაზიანების გამო სისხლის სამართლის მე-19 და 177-ე მუხლებით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.