18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
რადგან ია კერზაიას საქმე ობიექტურად არ გამოიძიეს, ნიშნავს რომ არჩევნებზე ტერორს უნდა ველოდოთ - ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ხარვეზები იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მმართველობის შენარჩუნებას ამომრჩეველზე ზეწოლის გზით აპირებს. მისივე თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ სამართლიანი არჩევნების იმედი არ უნდა გვქონდეს. 

"თუ ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა და დასჯიდა იმ ადამიანებს, ვინც აშკარად კანონს არღვევდა მასთან მიმართებაში, ეს იქნებოდა იმის დემონსტრაცია, რომ ხელისუფლება არ აპირებს ავტორიტარული რეჟიმის ნიშნების გაღრმავებას და არ აპირებს ამომრჩეველზე ზეწოლის გზით ხელისუფლების შენარჩუნებას. ეს, რომ არ კეთდება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა ველოდოთ ტერორს და სამართლიანი არჩევნების იმედი არ უნდა გვქონდეს,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში პროკურატურის სისტემური დარღვევები გამოავლინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოკვლევა დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები