21 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ახალი მემარჯვენეები", "ლელო" და "შენების მოძრაობა" - ახალი პოლიტიკური პლატფორმა

მოძრაობა "ლელო", "შენების მოძრაობა“ და "ახალი მემარჯვენეები" ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.

კონსულტაციებს პოლიტიკური ლიდერები უკვე ადასტურებენ და შესაბამისი განცხადებაც ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

მათი მთავარი მიზანია  შეცვალონ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების გარეშე.

მათი თქმით, ოპოზიციის აქციებს უერთდებიან, თუმცა უარყოფენ პარლამენტის პიკეტირების გეგმას, ამ ნაწილში ოპოზიციის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს არ უერთდებიან.

ასევე კონსულტაციებს გადიან ანა დოლიძესთან.

 

დღის ამბები