22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
კვერცხები და ცოცხები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - ქუთაისში პარტიათა მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაპირისპირება გაგრძელდა. ამჯერად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ.

მათ ადგილზე კვერცხები და ცოცხები მიიტანეს, შენობას ესვროდნენ და ოპოზიციის მისამართით იგინებოდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქედან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს, თუმცა დღეს დაბოქლომების აქციაში "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი.

დღის ამბები