18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ოპოზიციამ ლანჩხუთის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა

ოპოზიციამ ლანჩხუთის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა. ფრაქცია "ძალა ერთობაშია" აანონსებს, რომ შესაძლოა, მალე კომიტეტებში მუშაობაც შეწყვიტონ. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, რადიკალური გადაწყვეტილების მიუხედავად, ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულნი რჩებიან, ბიუჯეტზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. 

"ვაპროტესტებთ ხელისუფლების ქმედებებს, რომ მათ ბავშვებს თვალები დასთხარეს, შემდეგ პოლიტიკური ფასის გადახდა სურდათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამაშიც მოგვატყუეს და მით უმეტეს ვაგრძელებთ ბოიკოტს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ იმ დაპირების შესრულებას, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა ქართულ ოცნებასთან ერთად," - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ევროპული საქართველოდან" დავით მჟავანაძემ.

ლანჩხუთის საკრებულოს უმრავლესობაში თვლიან, რომ ფრაქციამ ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალური ორგანიზაციიდან მიიღო.

დღის ამბები