გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" გუშინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ოპოზიციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების ფოტოები და ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც, მათი თქმით, ოპოზიციის დარბევაში მონაწილეობდა.
ანდრო მაღლაკელიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან არა მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, არამედ წევრები და მერიის და ააიპ-ების თანამშრომლები იყვნენ.
"გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის კონსერვაციის დაწყებაზე, ეს საბოლოდ კლავს ქუთაისს. ამიტომ პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან, გააპროტესტეს და ბოქლომი დაადეს. ამის შემდეგ სპეცრაზმელების მიერ დაგეშილები მოვარდნენ ოპოზიციის ოფისებთან, მთვრალები გამოხატავდნენ აგრესიას. ბევრს არ ჰქონდა სურვილი იქ ყოფნის, მაგრამ იყო მოთხოვნა და გამოხატეს პროტესტი. ხელისუფლებამ ოპოზიციას მოუწყო პროტესტი. ესენი იყვნენ საჯარო მოხელეები, ბაღების გამგეები, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეები, აქ არ იყვნენ ადამიანები მოსული პირადი გაბრაზებით, არამედ იყვენენ მოსული, რომელთაც ფულს უხდიან. ვერავინ დაგვაშინებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ წავა, არ გავჩერდებით"- განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.