11 სექტემბერი 2026,   23:21
ვრცლად
საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობა პრეზიდენტისთვის არ გადაუგზავნია

დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილია - საპატრიარქო უარყოფს გუშნინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ გადაგზავნილა.

საპატიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ შესაბამისი წერილი მათ პრეზინდეტს სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიაწოდეს.  

"სინოდის გადაწყვეტილების თანახმად გადაეგზავნა პრეზიდენტს შუამდგომლობა დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს მოხდა სინოდის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, ვიდრე ცრუ ინფორმაცია გავრცელდებოდა, რომ ვიღაცის ინტერესის გამო შეფერხდა ამ მოთხოვნის გაგზავნა," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

დღის ამბები