18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებს მოუწოდებს, ზაზა თავაძეს მიბაძონ და საკუთარი კანდიდატურა მოხსნან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებული კითხვების გამო გადაწყვიტა. 

ბესელიას მოსაზრებით, კარგი იქნება თუ ზაზა თავაძის ის კანდიდატები მიბაძავენ, რომელთა მიმართაც მსგავსი კითხვები არსებობს.

"გაჩნდა კითხვები მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელსაც, თავისთავად, ძალიან მაღალი თანამდებობა უკავია, აღარ დააყენა ეჭვქვეშ მისი კანდიდატურის საკითხი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობას. ალბათ, ამით არის განპირობებული მისი გადაწყვეტილება და კარგი იქნება თუ სხვებიც მიბაძავენ, განსაკუთრებით ისინი, ვის მიმართაც ასეთი კითხვები არსებობს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები