ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, ერთი პოლიციელი დაშავდა.
"კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით, მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიერ, ენმ-ის ოფისის მიმართულებით ნასროლი ხელჯოხი მოხვდა.
ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართული მმართველი გუნდის მხარდამჭერების აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.