14 სექტემბერი 2026,   04:15
ვრცლად
ზუგდიდში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჩავლენ

ზუგდიდში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს ელოდებიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  იდენტიფიცირებული ჰყავთ პირები, ვინც გუშინ მათი ოფისი დაარბია.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი უმრავლესობა საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ააიპ-ის თანამშრომლები არიან. ენმ-ში ვარაუდობენ, რომ თანამშრომლები ზუგდიდის გარდა, რამდენიმე რაიონიდანაც ჩამოიყვანეს.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის  ანა წითლიძის განცხადებით, მან რამდენჯერმე დაურეკა ზუგდიდის პოლიციის უფროსს ირაკლი ფაცაციას და დაანონსებული აქციის შესახებ უთხრა, თუმცა ისინი ადგილზე მხოლოდ დარბევის დაწყების შემდეგ მოვიდნენ.

ამ წუთებში პარტიის ოფისში სიმშვიდეა. გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  

დღის ამბები