ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გაგზავნის საკითხზე 9 დეკემბერს იმსჯელებს.
ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ვერდიქტის გადასინჯვა "რუსთავი 2"-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს. გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, 10 დეკემბერს გაირკვევა.