18 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ლაგოდეხში მცხოვრები 26 წლის კაცი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებმა 26 წლის კაცი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტატო შეითნიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოები გამოაქვეყნა. მისი ფეისბუქპოსტის მიხედვით, შეითნიშვილის ლაგოდეხის პოლიციამ დააკაავა, რის შემდეგაც ფიიკურად იძალადეს და ქურთუკი დაუხიეს.

"კურიერი" ტატო შეითნიშვილს და მის ოჯახს დაუკავშირდა, თუმცა მათ მედიასთან საუბარი არ სურთ.

ოჯახმა მხოლოდ ის განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით  შესაბამის უწყებებს აცნობეს და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

ძალადობის ფაქტს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მისი დაკავების დროს კი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს, დამოუკიდებელი საგამოიებო უწყება - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "კურიერს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ ტ.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები