16 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერ-მონაზონი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.

30 წლის სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ის და მისი თანმხლები პირი გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, რა სახის ნარკოტიკზეა საუბარი, ექსპერტიზის შემდეგ დაზუსტდება. 

დღის ამბები