ზუგდიდის სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერმონაზვნის, სვიმონ ქავთარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.
როგორც ცნობილია ნარკოდანაშაულზე დაკავებულ სასულიერო პირს საპატრიარქო არ უშუამდგომლებს და სამეგრელოს ეპარქია მხოლოდ ლოცვას გააძლიერებს.
ათონის მთაზე მოღვაწე ბერს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 32 წლის სვიმონ ქავთარაძე დანაშაულს აღიარებს, ის სამართალდამცავ უწყებას თავად ჩაბარდა. გამომძიებლებმა მისი ჩანთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღეს.
ქავთარაძის დაკავების შემდეგ, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი სასულიერო პირების ნარკოტესტირების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა.