26 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
პენტაგონმა აშშ-ში საუდელი სამხედროების გადამზადების პროცესი შეაჩერა

პენტაგონმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდელი სამხედროების გადამზადების პროცესი შეაჩერა. შტატების ძალოვანი უწყება 10 დღის განმავლობაში ყველა კურსანტის საქმეს თავიდან გადახედავს.

მიზეზი ფლორიდაში, პენსაკოლას სამხედრო ბაზაზე, მომხდარი თავდასხმაა, რა დროსაც საუდელმა სამხედრომ 3 ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა.

თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ არა, ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები