18 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაეროს მიმართავს

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაეროს მიმართავს. არასამთავრობოებმა საერთაშორისო ორგანიზაციის მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელს წერილი გაუგზავნეს.

დოკუმენტში აღწერილია საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ხარვეზები, რომლის გამოყენებითაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. კოალიცია კლემენტ ნიალეტსო ვულუს მოუწოდებს გამოიყენოს საკუთარი მანდატი და რეაგირება მოახდინოს.

“მივმართავთ სპეციალურ მომხსენებელს, რომ მან საკუთარი მანდატიდან გამომდინარე შეასრულოს გარკვეული პოზიტიური როლი იმისთვის, რომ ეს კანონმდებლობა შეიცვალოს და თავის მანდატიდან გამომდინარე განახორციელოს ის მოქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ რეფორმა გაატაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კოდექსის მხოლოდ ფორმალური შეცვლა არ იქნება საკმარისი, არსებითად გადასახედია მთლიანი კანონმდებლობა და ახლიდან არის მისაღების ის კოდექსი, რომელიც დღეს მოქმედებს,"- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები