18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"საქართველოს სასამართლოებში გაჩერდეს ყველა დანიშვნა" - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება მოითხოვა.

მისივე თქმით, საკითხის განხილვა "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთნ სამუშაო რეჟიმში უნდა გააგრძელოს. 

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მოთხოვნაა, რომ საქართველოს სასამართლოებში გაჩერდეს ყველა დანიშვნა, სანამ დანიშვნების პროცესში სრულად არ იქნება გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. "ქართული ოცნება" ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო მაგიდასთან უნდა დაჯდეს," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები