11 სექტემბერი 2026,   21:56
ვრცლად
15 წლის ბიჭი რეანიმაციაში რჩება

15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა უკვე სტაბილური. მოზარდი, რომელიც მეცხრე სართულიდან, სავარაუდოდ, თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა, მეექვსე დღეა რეანიმაციაშია.

"მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. არასტაბილური ჰემოდინამიკა. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. წნევის კონტროლი მიმდინარეობს მედიკამენტოზიური მხარდაჭერით, თუმცა ბოლო საათების განმავლობაში გამოიხატა დადებითი დინამიკა," - განაცხადა ექიმმა ლევან ტარუაშვილმა.

მოზარდის ოჯახი ეჭვობს, რომ სუიციდი მათმა შვილმა სამათალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შესადეგად სცადა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოზარდი გამოძიებას მშობლების გარეშე არ დაუკითხავთ.

მომხდარი "მწვანე სკოლაში" კედლებზე გაკეთებულ წარწერებს უკავშირდება. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო. მოზარდის შესაძლო თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება 115 მუხლთ მიმდინარეობს. პარალელურად საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზეც.

 

დღის ამბები