ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაციც. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. უბედური შემთხვევა გუშინ გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
"64 წლის პაციენტი 112-მა შემოიყვანა. პოლიტრამვით, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებით. დაუდგინდა მარჯვენა წვივის მრავლობითი მოტეხილობა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. აგრძელებს ქირურგიულ დეპარტამენტში მკურნალობას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა ექიმმა ლაშა გრიგოლიამ.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.